მთავარიევროპაუკრაინაოცდაერთდღიანი ომის ქრონიკები მარიუპოლიდან

ოცდაერთდღიანი ომის ქრონიკები მარიუპოლიდან

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა და 4 ათასამდე მსუბუქმა ავტომობილმა ქალაქი დატოვა, თუმცა ასი ათასობით ადამიანი ისევ ქალაქში რჩება. უკრაინაში ოცთაერთდღიანი ომის შემდეგ ყველაზე მძიმე სურათი სწორედ საპორტო ქალაქ მარიუპოლშია.

ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ჯარის მიერ მარიუპოლის ალყაში მოქცევის შემდეგ 2500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში არ არის წყალი, ელექტროენერგია, გაზი. გადავავლოთ თვალი ბოლო დღეებში მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებს:

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს, მარიუპოლის საავადმყოფოში პატარა გოგონა მიიყვანეს.

ის ექვსი წლის იყო. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თებერვლის ბოლოს რუსმა სამხედროებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს.

2 მარტს საფრთხის გაუცნობიერებლად ბიჭების ჯგუფი სკოლასთან ახლოს, ფეხბურთის სათამაშოდ შეიკრიბა.

ბომბი აფეთქდა. აფეთქებისას ილიამ ფეხი დაკარგა. ექიმებმა ილიას გადარჩენაც ვერ მოახერხეს.

4 მარტს საავადმყოფოს მისაღებში კიდევ ერთი ბავშვი მიიყვანეს, კირილი. ისიც დაიღუპა.

მაღაზიები სწრაფად დაცარიელდა. ელექტროენერგია გაითიშა, ქალაქს აღარ მიეწოდებოდა გაზი და წყალი.

ამასობაში ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკება კვლავ ვერ ხერხდება.

9 მარტს ქალაქში კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამჯერად იერიში სამშობიარო სახლზე მიიტანეს.

ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. ნახევარ საათში დედაც დაიღუპა. ექიმებმა ვერცერთი მათქგანის სახელი ვერ გაიგეს.

რუსეთმა სამშობიარო სახლის დაბომბვას „ფეიკ ამბავი“, მსხვერპლებს კი მსახიობები უწოდა.

მარიუპოლის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ქალაქში მდგომარეობა უფრო გართულდება. მარიუპოლი ისევ ალყაშია მოქცეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend