მთავარისაქართველოფეხბურთელების ინიციატივით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება

ფეხბურთელების ინიციატივით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის გაიგზავნება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნები, სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა საკვები.

“როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ცალკეულმა მოთამაშეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარებით მათ, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ფეხბურთი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული სპორტია. ეს არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში. ზუსტად ამას ვადასტურებთ პირველივე დღიდან და მომავალშიც ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგების და უკრაინელი ხალხის გვერდით”, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend