მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 370 მოქალაქე მოხვდა

დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 370 მოქალაქე მოხვდა

ინგლისის მთავრობამ რუსეთის 370  მოქალაქეს, მათ შორის 50-ზე მეტ ოლიგარქს სანქციები დაუწესა.

ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების საერთო ქონება 100 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

სანქციები დაუწესდება პოლიტიკური ფიგურებსაც, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს, პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას.

ევროკავშირმა უკრაინაში ომის საპასუხოდ ,რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დამატებით პაკეტი დაამტკიცა.

ბლოკმა ასევე აკრძალა 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების ფოლადის პროდუქტების იმპორტი. ევროკავშირმა რუსეთში ძვირად ღირებული მანქანებისა და სამკაულების ექსპორტიც შეაჩერა.

რუსეთის ელჩმა საფრანგეთში განაცხადა, რომ ეს რუს ჯადოქრებზე ნადირობას ჰგავს.

„დღეს ნადირობენ ამ ადამიანების ოჯახებზე, ნათესავებზე, ბიძაშვილებზე, ნაცნობებზე, უცნობებზე. დღეს კიდევ 600 ადამიანი დაემატა ევროპის სანქციების შავ სიას”,- განაცხდა რუსეთის ელჩმა საფრანგეთში ალექსეი მეჩკოვმა.

კრემლმა გამოაქვეყნა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა საერთაშორისო სანქციების დასაპირისპირებლად. მან თავის მხრივ დაუწესა სანქციები აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსსა და სხვა მაღალჩინოსნებს.

რუსეთმა ასევე დატოვა ევროსაბჭო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია.

მოსკოვი ნატოსა და ევროკავშირის წევრებს ადანაშაულებს, რომ ორგანიზაცია “ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად”იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend