მთავარიევროპაუკრაინაბრძოლა პანდემიასთან ომის პარალელურად

ბრძოლა პანდემიასთან ომის პარალელურად

ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რუსეთი კი შეტევას განაგრძზობს, ხარკოვის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ასევე ცდილობენ სხვა ბრძოლასაც გაუმკლავდნენ, ბრძოლას კოვიდპანდემიის წინააღმდეგ.

„როგორც ხედავთ ფანჯრები დაკეტილია, გვბომბავენ დილიდან-საღამომდე. ღმერთს მადლობა, ჭურვი ჩვენს საავადმყოფოს ჯერ არ მოხვედრია. მაგრამ შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვეცეს“, – ამბობს ხარკოვის კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პაველ ნარტოვი

პაველ ნარტოვის თქმით, განგაშის ხმა დღეში რამდენჯერმე ისმის, რაც  დასუსტებულ პაციენტებს აიძულებს სასწრაფოდ ჩავიდნენ სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში.

„აქ დღეში რამდენჯერმე ჩამოვდივართ ყველაზე ხშირად ეს ღამე ხდება, მაგრამ საჰაერო განგაშის ხმა თუ ირთვება და დაბომბვის ხმა გვესმის, აქ დღისითაც ჩამოვდივართ“, – ყვება ექიმი.

ნარტოვი ამბობს, რომ ყველაზე რთული იმ პაციენტების მართვაა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული. საომარი მოქმდებების გამო განყოფილებაში მედპერსონალის ნაკლებობაა.

„ბევრი თანამშრომელია, რომლებსაც სამსახურამდე მოსვლა არ შეუძლიათ, ამიტომ იმ პერსონალით ვკმაყოფილდებით, ვინც არის. მათ ვინც შეძლო აქ მოსვლა აქ რჩებიან“, – ამბობს დელარ გარბუზი

ვიდრე ომი დაიწყებოდა კიევთან ერთად ხარკოვი  ინფექციის ეპიცენტრი იყო. ახლა კოვიდგანყოფილებასს ნაკლებად აკითხავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend