მთავარიევროპაუნგრეთირევოლუციის დღის აღსანიშნავად ათიათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ქუჩებში გამოვიდა

რევოლუციის დღის აღსანიშნავად ათიათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ქუჩებში გამოვიდა

უნგრეთში ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად პოლიტიკური პარტია „ფიდესის“ ათიათასობით მხარდამჭერი ბუდაპეშტში შეიკრიბა.  მშვიდობიანი მსვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სიტყვით გამოსვლა იყო. პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ოპოზიცია, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კი მას თავშეკავებული პოზიცია ჰქონდა.

ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ  ამ ომით უნგრეთი სარგებელს ვერ მიიღებს, თუმცა შესაძლებელია, ყველაფერი დაკარგოს. მისი აზრით, უნგრელებმა შორს უნდა დაიჭირონ თავი ამ ომისგან, რომ არავინ აღმოჩნდეს უკრაინულ გრდემლსა და რუსულ ჩაქუჩს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე მთავარი თემა ომი არ ყოფლა, ეროვნულ დღესასწაულზე პოლიტიკას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.  საყოველთაო არჩევნებამდე 4 კვირით ადრე თითოეულ პოლიტიკურ პარტიას სურს, დაამტკიცოს, რომ მას ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს.

დუნაის მეორე ნაპირზე აქცია გამართა ოპოზიციამ, რომელშიც 6 პარტიაა გაერთიანებული. პრემიერმინისტრობის კანდიდატ პიტერ მარკი-ზაის მთავარი სურვილი მხარდამჭერთა მობილიზება  იყო.

ოპოზიციის ლიდერის თმით, მიუხედავად იმისა, რომ  წინასწარ გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი არასოდეს ჰქონია, არჩვენებს ყოველთვის იგებდა.

3 აპრილს უნგრელები გადაწყვეტენ, გამოუცხადებენ თუ არა უკვე მეოთხედ ნდობას  ვიქტორ ორბანსა და მის პარტია „ფიდესს“. 2010 წლის შემდეგ არჩევნებში „ფიდესის“ წინააღმდეგ  პირველად იქნება წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend