მთავარისაქართველოუკრაინის ელჩი გაწვეულია

უკრაინის ელჩი გაწვეულია

უკრაინის ელჩი საქართველოში თავისი მოვალეობის შესრულებას არ დაბრუნებია

„საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქმიანობას არ დაბრუნებია, ის კვლავ გაწვეულია და გადის კონსულტაციებს კიევთან“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრიი კასიანოვმა და დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი პირველ მარტს გაიწვიეს კონსულტაციებზე. ომის პირობებში დიპლომატია შორდება კლასიკურს და იცვლება მისი ფორმები. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ადგილსამყოფელსა თუ ომის დროს დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. როგორც იცით, უკრაინა სამი კვირაა, ომშია, იქ საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ელჩი დაუბრუნდება საქმიანობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“,  – განაცხადა ანდრიი კასიანოვმა, საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა.

ამასთან, უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იმ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გუშინ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან უკრაინის მიმართ გამოხატა. ანდრიი კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს და ამის შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას კიევს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend