მთავარიკუბიუკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეოში საუბრობს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპის ონლაინ ფორმატში დაწყებაზე. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, სწორედ ამიტომ ისინი ინფორმაციას მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით დღეს საღამოს გაავრცელებენ.

დღეს კიევში ორდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 20:00 საათიდან 07:00 საათამდე. მოსახლეობას გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ თუ მათ თავშესაფარი დასჭირდებათ.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს კიევს ეწვევიან და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია ევროკავშირის სახელით უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ და დახმარების პაკეტის გაფართოებაზე ისაუბრონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend