მთავარიევროპაუკრაინაUN: რუსულ ინტერვენციას 600-მდე უკრაინელი ემსხვერპლა - დაღუპულთა დაუდასტურებელი რაოდენობა უფრო მეტია

UN: რუსულ ინტერვენციას 600-მდე უკრაინელი ემსხვერპლა – დაღუპულთა დაუდასტურებელი რაოდენობა უფრო მეტია

რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე რუმინეთში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა იზრდება.

24 თებერვალს დაწყებული რუსული ინტერვენციის შემდეგ პოლონეთში, რუმინეთსა და აღმოსავლეთ ევროპული ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე უკვე მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპის კონტინენტზე ლტოლვილთა ყველაზე დიდი ტალღაა.

გაეროს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ ინტერვენციას უკვე ემსხვერპლა 600-მდე უკრაინის მოქალაქე, დაუდასტურებელი ციფრი კი უფრო მეტია.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი ავრცელებენ ვიდეო მასალას, რომელშიც რუსული მხარის მტკიცებით, მათ მიერ ხელში ჩაგდებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკაა აღბეჭდილი.

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების დაბომბვას.

საცხოვრებელი სახლები კიევში, ჩერნიჰოვში, ხარკოვში, სუმსა და ალყა შემორტყმულ მარიუპოლში განუწყვეტლივ იბომბება რუსული რაკეტებით, ჭურვებით და სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებით.

იერუსალიმში, ქალაქის გალავნის კედლებზე უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დროშები ამონათდა.

გამოჩნდა წარწერა კადიშური ლოცვიდან, რომელიც მშვიდობას ეხება და კავშირშია ისრაელის ხელისუფლების მცდელობასთან კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend