მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვას ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვას ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას ორსული ქალის სიცოცხლე შეეწირა.  კადრები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ ესხმიან თავს უდანაშაულო ადამიანებს და როგორ გადაჰყვათ ორსული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

ჟურნალისტების მიერ ოთხშაბათს საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოში ჩანს, როგორ ეფერება ქალი დასისხლიანებულ მუცელში მყოფ ნაყოფს. მაშველებმა იგი ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

,,იმ დღეს, როცა მარიუპოლი დაბომბეს, აქ, სამშობიაროში  სამი ქალი მოიყვანეს. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შოკის მომგვრელი იყო დამსხვრეული მენჯისა და თეძოს დანახვა. სანამ ის რეანიმაციაში გვყავდა, საკეისრო კვეთა გავუკეთეთ. სამწუხაროდ, ბავშვი ვერ გადარჩა. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, 30 წუთის შემდეგ დედაც გარდაიცვალა”, – ყვება ქირურგი, რომელმაც დაშავებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარა.

მედიკოსები ამბობენ, რომ ორსული ქალი, რომელიც ხვდებოდა, რომ შვილს კარგავდა, ექიმებს სთხოვდა, ისიც მოეკლათ.

ოთხშაბათს საჰაერო თავდასხმის შემდეგ ისეთი ქაოსი იყო, მედიკოსებმა ვერ გაიგეს ქალის სახელი, სანამ ცხედრის წასაღებად  ქმარი და მამა არ მოვიდნენ.  ექიმების თქმით, ორსული ქალისა და მისი შვილის ცხედრებს არ დაკრძალავენ მასობრივ საფლავებში, რომლებსაც მარიუპოლში დაღუპული ადამიანებისთვის თხრიან.

ქალაქში, რომელიც ერთ კვირაზე მეტია საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა, საოპერაციო ოთახებში გენერატორებია ჩართული. მიუხედავად იმისა, ექიმები თავიანთ საქმეზე არიან კონცენტრირებული, ემოციები მაინც  მძაფრია.

ბლოგერმა მარიანა ვიშეგირსკაიამ მარიუპოლზე ავია იერიშიდან მეორე დღეს გოგონა გააჩინა. გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, თუ როგორ ჩადიოდა ნამსხვრებით მოფენილ კიბეებზე ორსული გოგონა, მას  საბანი ჰქონდა შემოხვეული. თუმცა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს დადგმული კადრები იყო.

”ჩვენ ჩვენს პალატებში ვიყავით, როდესაც მინები, ჩარჩოები, ფანჯრები ჩაიმსხვრა  და კედლები ჩამოიშალა. არ ვიცით, როგორ მოხდა ეს.  ზოგს ჰქონდა დრო, თავი გადაერჩინა, ზოგს – არა“.

მიუხედავად იმ განსაცდელისა, მაინც იბადებიან მომავლის ბავშვები. მშობლების ერთადერთი სურვილია, მათმა შვილებმა თავისუფალ უკრაინაში იცხოვრონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend