მთავარიმსოფლიოევროპაესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს

ესპანეთი შესაძლოა ევროპისთვის გაზის ახალ მიმწოდებლად იქცეს. ამჟამად ქვეყანა ფლობს ევროპის თხევადი ბუნებრივი აირის საცავების 45%-ს და ევროპის რეგაზიფიკაციის საცავის მესამედს – რეგაზიფიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც თხევადი გაზი აირად იქცევა.

“ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი და მოქნილი სისტემა. გაზის მიღება და გადამუშავება შეგვიძლია სხვადასხვა წყაროდან. შარშან, მაგალითად, გაზი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ. ჩვენ ასევე ორი მილსადენით საფრანგეთთან ვართ დაკავშირებული. უდავოა, რომ ჩვენ ვართ მთავარი მოთამაშე, როდესაც საქმე ეხება ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას”, – მიიჩნევს ესპანეთის გაზის ეროვნული ოპერატორი (Enagas) აღმასრულებელი დირექტორი არტურო გონსალო.

ესპანეთს ევროპაში გაზის  ერთ-ერთი ყველაზე ფართო ინფრასტრუქტურა აქვს. ქვეყანაში გაზი დიდი ტევადობის გემით შემოდის. ასევე ორი მილსადენით, რომლებიც აკავშირებს გაზის საბადოებს ჩრდილოეთ აფრიკასთან – ალჟირთან.

საჭიროა ახალი და უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, თუ ესპანეთს ნამდვილად სურს, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

თუმცა პირენეს ნახევარკუნძულიდან  ევროპაში გაზის გადანაწილება რთულ ამოცანად რჩება, თუ ესპანეთი კონტინენტის მთავარ ენერგეტიკულ  მიმწოდებლად იქცევა, მას უფრო მჭიდრო კავშირები დასჭირდება ევროპასთან.

“ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაში ენერგომომარაგების გარანტიაზე და ეს ახალი ინფრასტრუქტურა შეიძლება პრობლემატური საკითხი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკური ნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფინანსებაზე წვდომა”, – განაცხადა ოსკარ ბარერომ PWC ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების კონსულტაციის ხელმძღვანელმა.

ამასთანვე, ესპანური გაზი თავსებადი უნდა იყოს სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან, როგორებიცაა წყალბადი და ბიოგაზი.

“სამომავლოდ ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ჩვენი დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად არის ე.წ. „მწვანე წყალბადი“. ჩვენ გვჯერა, რომ ესპანეთი ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამბობს არტურო გონსალო.

ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს, რათა უზრუნველყოს ენერგომომარაგება 2022 წლის ბოლოსთვის, მაგრამ რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაში აგრესიულ ომს, ევროპა შესაძლოა, ცივი ზამთრის წინაშე აღმოჩნდეს.

ევროკავშირი რუსული გაზის გათიშვას 2030 წლამდე გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend