მთავარიევროპაუკრაინაოდესა ოკუპანტთა თავდასხმის მოლოდინში

ოდესა ოკუპანტთა თავდასხმის მოლოდინში

სამხრეთ უკრაინულ ქალაქ ოდესაში ადგილობრივები ოკუპანტების დახვედრისთვის ემზადებიან. ოდესელები ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებსა და სხვა თავდაცვით საშუალებებს ამზადებენ.

ოდესა უკრაინაში სიდიდით მესამე ქალაქია და ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

22 წლის ბოგდანი სტუდენტია, მაგრამ ახლა ის საკუთარი ქალაქის დამცველთა რიგებშია გაწევრიანებული.

“ყოველ დღე ათასობით მოლოტოვის კოქტეილს ვამზადებთ. თუ მტერი თავს დაგვესხმება ჩვენ მზად ვართ“, –  ამბობს ოდესელი მოხალისე ბოგდან გალაიდა.

ლვოვის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის ფონზე, ოდესაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქზე რუსულ შეტევას ელიან. მათი თქმით, ოკუპანტების დასახვედრად მზად არიან.

“სიკვდილისთვის მზად ვართ, ამ ფასის გადახდის არ გვეშინია. ჩვენ ყველა გზით უნდა ავიცილოთ თავიდან საშინელი რუსეთის ნაწილად ქცევა. თავი კინოში მგონია“, – ამბობს  უკრაინის არმიის ჯარისკაცი ვლადიმირ ნაგორნი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკვე ათასობით ოკუპანტი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინა უკვე მილიონობით ადამიანმა დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend