მთავარი ევროპა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს კიევის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ქალაქს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კიევის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ქალაქს მიწასთან გაასწორებს

რუსეთს შეუძლია უკრაინის დედაქალაქის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „ქალაქს მიწასთან გაასწორებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ღიაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დისკუსიებისთვის და იქვე დასძინა, რომ მან იერუსალიმში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა განიხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბენეტს ექნება „დადებითი გავლენა“ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend