მთავარიევროპაალბანეთიალბანეთში ფასების მნიშვნელოვან ზრდას აპროტესტებენ

ალბანეთში ფასების მნიშვნელოვან ზრდას აპროტესტებენ

გასულ კვირაში ალბანეთში საწვავის ფასი  50%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ყველა სახის საკვებ პროდუქტზე. მომიტინგეები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ ისინი ფასების მატებას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ,  მეზობელი ქვეყნების მთავრობების მსგავსად, შეამციროს გადასახადები.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა ხუთშაბათს ამტკიცებდა, რომ, მართალია, ალბანეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, თუმცა ფასების ზრდა, განსაკუთრებით ნავთობსა და გაზზე, მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია.

ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით,  მთავრობას ელექტროენერგიის ხარჯები არ გაუზრდია და უკვე ახდენს სუბსიდირებას ოჯახებისა და მცირე ბიზნესის ელექტროენერგიის გადასახადების 80%-ს.

ელექტროენერგიის ფასი უნდა გადაიხადოს ყველამ, მათ შორის მათ, ვისაც მანქანა არ ჰყავს, ხოლო საწვავის ფასის გადახდა მხოლოდ მათ უწევთ, ვინც მანქანით სარგებლობს, თქვა მან.

ალბანეთის პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობა შექმნის საგანგებო საბჭოს საწვავის მიმწოდებელ კომპანიებთან ფასების დასადგენად და მიიღებს მნიშვნელოვან ზომებს მათ აღსასრულებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend