ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მიესალმებიან.
“ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს “დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით“ – დაწერა გიტანას ნაუსედამ ტვიტერზე.
გუშინ, 10 მარტს ვერსალში, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ იმსჯელეს. შეკრება ორდღიანია. მსოფლიო ლიდერები უკრაინის საკითხზე მსჯელობას დღესაც განაგრძობენ.
A historic night at Versailles. After five hours of heated discussions EU leaders said yes to Ukrainian eurointegration. The process started. Now it is up to us and Ukrainians to accomplish it fast. Heroic Ukrainian nation deserves to know that they are welcome in EU.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) March 11, 2022