მთავარი ევროპა გერმანია გერმანიაში რუსული გაზის იმპორტს აპროტესტებენ

გერმანიაში რუსული გაზის იმპორტს აპროტესტებენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჩადის. ისინი რუსეთის ომს გაექცნენ. ბერლინში მათ დახმარებას უწევენ. ხშირ შემთხვევაში მათ გერმანიის დედაქალაქში ახალი სახლით უზრუნველყოფენ. თუმცა, ამავდროულად, ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, გერმანიას რუსული გაზის დიდი რაოდენობით ყიდვის გამო აკრიტიკებს. მაქსიმ გირიჩი ერთ-ერთი უკრაინელია, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ის გერმანიაში რუსული გაზის იმპორტს აპროტესტებს.

“ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ძირითადად იმის გამო, რომ გაზის იმპორტით რუსული საომარი მოქმედებები ფინანსდება. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური პრობლემაა“, – ამბობს უკრაინული ორგანიზაცია „ვისჩეს“ სპიკერი მაქსიმ გირიჩი.

გერმანიის მცხოვრებთა დაახლოებით ნახევარი გაზს სახლის გათბობისთვის იყენებს. გაზის გარკვეული ნაწილი კი რუსეთიდან მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული გაზის იმპორტი რამდენიმე წელია იკლებს, ომის დროს გაზის ნაკადი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

“ახლა რუსეთიდან გერმანიაში შედარებით მეტი ბუნებრივი აირი შემოდის, ვიდრე ომამდე. თუმცა გასულ წლებთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული გაზის რაოდენობა განახევრდა”, – ამბობს ენერგიის საკითხებში საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი, ტობიას ფედერიკი.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გერმანიაში საპროტესტო განწყობაა. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზის კომპანია „გაზპრომის“ ბერლინის ოფისი დაარბიეს.
გერმანიის მთავრობამ და ევროკავშირმა გამოაცხადეს, რომ ისინი რუსული გაზისა და ნავთობის მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავენ.

მაქსიმ გირიჩს მიაჩნია, რომ ამისთვის მხოლოდ ომი საკმარისი არ არის. ამისთვის უფრო მკვეთრი ნაბიჯებია საჭირო.

რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა.

თუმცა მთავრობა ფრთხილობს. მათი განცხადებით, იმპორტის შეჩერება გერმანიის ენერგოუსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ამ მოსაზრებას ტობიას ფედერიკი ნაწილობრივ ეთანხმება.

“თუ ჩვენ გერმანული გაზის იმპორტს ახლავე შევაჩერებთ, დღეს ისეთი დრამატული სიტუაცია არ იქნება, რადგან ზამთარი უკვე მთავრდება. ბუნებრივი აირის ორ მესამედს ძირითადად ზამთარში მოვიხმართ. აი, მომავალ წელს კი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ბუნებრივი აირის საცავები არ გვექნება გავსებული“, – ამბობს ენერგიის საკითხებში საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი, ტობიას ფედერიკი.

ომის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანია უკრაინას შეიარაღებას პირდაპირ გადასცემდა. თუმცა, როდესაც საქმე ბუნებრივ აირს ეხება, გერმანია კვლავ სიფრთხილეს იჩენს.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend