მთავარისაქართველოეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრების მნიშვნელობა რეგიონალური კრიზისის ფონზე

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრების მნიშვნელობა რეგიონალური კრიზისის ფონზე

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას არ გეგმავენ. მთავრობაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ისედაც ყოველდღე იკრიბებიან და შეკრების ფორმალობის საჭიროება არ დგას.

„რაც შეეხება უსაფრთხოების დოქტრინას, ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენ ნაწილზე პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამ დოკუმენტს. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას, პიარის მოტივაციით ღონისძიებების ჩატარება არ გვახასიათებს. ჩვენ იმავე ფორმატში, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ამ ფორმალობის ჩატარების საჭიროება დღეს არ დგას. თუ დადგება ფორმალურად უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარების საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ. ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებები პრემიერთან ვიკრიბებით და ვახდენთ ჩვენს ადაპტაციას ყოველდღიურ მოვლენებთან“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების საბჭო უნდა შეკრებილიყო და ის, რომ ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები ტარდება ძალოვან მინისტრებთან, ეს არ არის საკმარისი.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საბჭო, ჩემი აზრით, უნდა შეკრებილიყო და ის, რომ ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები ტარდება ძალოვან მინისტრებთან, ეს არ არის საკმარისი. აქ უნდა იყოს უკვე ჩართული სხვადასხვა სამინისტრო და ასე ვთქვათ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებადაა შექმნილი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ საბჭოს მოვალეობებში შედის  საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეისწავლოს შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხები, გააანალიზოს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობა, შეიმუშაოს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარები და შეაფასოს გამოწვევები, რისკები და საფრთხეები.

თუმცა, დღეს, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება და რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარება მხოლოდ პიარი იქნება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend