მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინაში მიმდინარე ომზე ჩრდილომაკედონელების აზრი ორად იყოფა

უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩრდილომაკედონელების აზრი ორად იყოფა

ალექსანდარ ურაბნოვიჩი უკრაინელია, რომელიც მაკედონიაში ცხოვრობს. სამშობლოში მიმდინარე მოვლენებისა და ბრაზის გამო მან გადაწყვიტა, საპროტესტო აქცია მოეწყო ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში.

ურბანოვიჩი ახლა უკრაინისთვის ჰუმანატურული დახმარების მიწოდებასაც ცდილობს. გამოხმაურება ჯერჯერობით არც ისეთი დიდია. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ისაა, რომ მაკედონელებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პუტინის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ალექსანდარ ურბანოვიჩი ამბობს, რომ ხალხის აზრი აქ ორად იყოფა. ზოგი პროევროპულია, ზოგი – არა. ხალხი დაიღალა პირობების წაყენებით, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს. ახლა ბევრი ადამიანი რუსეთს ისეთ ქვეყნად აღიქვამს, რომელსაც ასეთი მოთხოვნები არ აქვს. თუმცა არც რუსეთი ეხმარება დიდად. ეს კი ნიშნავს, რომ არც ვითარება უმჯობესდება.

საზოგადოება დაყოფილია, სოციალური ქსელში მუდმივი დავაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უჭერს მხარს დასავლეთს და ვინ – რუსეთს. დემოკრატიის ინტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაკედონელების 45 პროცნტს სურს გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს.

დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორს მარკო ტროშანოვსკი აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა შესაძლოა, ნიშნავდეს გაფართოების პროცესის კოლექტიურ იმედგაცრუებას, ათწლეულების განმავლობაში ხალხი ევროპის გაფართოებას გვერდიდან უყურებდა. საზოგადოებას მიაჩნია, ევროკავშირმა ვერ გაამართლა მათი მოლოდინი და ოცნებები. ამ იმედგაცრუების გამო ადამიანები სხვა გზას ეძებენ და ეს გზა მათთვის რუსეთია.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ნელ-ნელა მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ეს პერსპექტივა უფრო ილუზიას ჰგავს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend