მთავარიევროპაუნგრეთიცეგლედის საოჯახო ტიპის სასტუმროში 200 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს

ცეგლედის საოჯახო ტიპის სასტუმროში 200 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს

უკრაინაში ომის დაიწყებიდან მალევე, უნგრეთის პატარა ქალაქ ცეგლედში 200-ზე მეტმა დევნილმა თავი პატარა საოჯახო სასტუმროს შეაფარა.

კოორდინატორი დეივიდ ბარანი ამბობს, რომ სასტუმროს მეპატრონე რუსეთიდანაა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, უკრაინელ დევნილებს დახმარებოდა.

უკრაინელებს აქ უფასოდ სთავაზობენ ოთახებს, სურსათსა და დახმარებას. მარინა კრავეცის ოჯახი დნეპრიდან არის. მისი მეუღლე უკრაინაში დარჩა, სადაც მას საფრთხე ემუქრება. მარინა ვერც წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

ადგილობრივები მზად არიან ლტოლვილების დასახმარებლად. არც ის მოხუცები იხევენ უკან, რომლებმაც კარგად იციან  რუსული და უკრაინული ენები.

უნგრეთის ეს მშვიდი ქალაქი ახლა ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.მატარებელი აქ უკრაინის საზღვრიდან ყოველ საათში მოდის და გზას ბუდაპეშტისკენ აგრძელებს. იმ დევნილებისთვის, რომლებმაც არ იციან, მომდევნო თვეები სად უნდა გაატარონ, ეს საუკეთესო ადგილია. მათ შეუძლიათ, რამდენიმე დღე გაჩერდნენ და გამოსავალზე იფიქრონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend