გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოეხმაურა ე.წ. დუმილის რეჟიმის დროს ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული საჰაერო ძალების თავდასხმის ამბავს. „ყველზე მეტად მშვიდობიანი მოქალაქეები ისჯებიან ამ ომში, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ომთან. დაასრულეთ სისხლის ღვრა!“ – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
Today's attack on a hospital in Mariupol, Ukraine, where maternity & children's wards are located, is horrific.
Civilians are paying the highest price for a war that has nothing to do with them.
This senseless violence must stop.
End the bloodshed now.
— António Guterres (@antonioguterres) March 9, 2022
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონმაც გააკეთა კომენტარი ამ ამბავთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაუცველებს რომ ესხმიან თავს, ამაზე ამორალური ქმედება არ არსებობს. დიდი ბრიტანეთი განიხილავს უკრაინისთვის დამატებით დახმარების საკითხს ცის დაცვასთან დკავშირებით. „ჩვენ მოვთხოვთ პასუხს პუტინს საშინელი დანაშაულის გამო“,- წერს ბორის ჯონსონი.
There are few things more depraved than targeting the vulnerable and defenceless.
The UK is exploring more support for Ukraine to defend against airstrikes and we will hold Putin to account for his terrible crimes. #PutinMustFail https://t.co/JBuvB78HVC
— Boris Johnson (@BorisJohnson) March 9, 2022
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მარიუპოლის ამჟამინდელ მდგომარეობას ლენინგრადის ბლოკადას ადარებს. „თითოეულმა რუსმა იცის მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადის ამბავი. სამწუხაროდ, ისტორია მეორდება, თუმცა ამჟამად რუსეთი მოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ.
Every Russian has learned about the Siege of Leningrad during World War II. Sadly, history has repeated itself—but now it’s the Russian government cruelly starving Ukrainian cities. pic.twitter.com/wjG3IgwAzH
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) March 9, 2022
მარიუპოლი რომ ყველაზე მეტად დაიბომბა, კომპანია „მაქსარის“ მიერ გადაღებული თანამგზავრული ფოტოებიდან ირკვევა. მარიუპოლის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. ფოტოებზე ჩანს დანგრეული სახლები და მაღაზიები. ეს ფოტოები სამშობიარო სახლზე განხორციელებულ ავიაიერიშამდე არის გადაღებული.
(very) new satellite imagery from 📸Maxar, taken this morning 9 March over Mariupol, Ukraine. Images 1-2: before/after destroyed buildings in city center. Images 3-4: before/after images of destroyed grocery stores and shopping malls in western district. pic.twitter.com/hyWWHyYPbH
— Mike Eckel (@Mike_Eckel) March 9, 2022