მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლში დაღუპულ ადამიანებს ერთად მარხავენ

მარიუპოლში დაღუპულ ადამიანებს ერთად მარხავენ

მარიუპოლის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის თხრილი გათხარეს.  აქ გარდაცვლილ ადამიანებს ერთად მარხავენ.

საერთო საფლავი სამშაბათს, 8 მარტს გათხარეს და ამ მომენტისთვის 70 გარდაცვლილია დამარხული.

ქალაქი მარიუპოლი, სადაც 430 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მეცხრე დღეა რუსულ ჯარს ალყაში ყავს მოქცეული. პრეზიდენტის შტაბში აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

ყველა გარდაცვლილი, ვინც აქ მარხია, ბრძოლებში არ დაღუპულა.

ზოგიერთი მათგანი სახლში გარდაიცვალა, თუმცა ხელისუფლება მათი სხეულების დამარხვას ვერ ახერხებდა.

არსებული ინფორმაციით მარიუპოლში ბოლო 48 საათის განმავლობაში მინიმუმ 8 მსხვილი ავიადარტყმა განხორციელდა.

ქალაქში არ არის წყალი. სასმელი წყლის მოსამარაგებლად მოსახლეობას რიგში დგომა უწევს.

„სასმელი წყალი არ გვაქვს, ბინებში 10-12 გრადუსია. არ გვაქვს გაზი, ვიყინებით. არც პროდუქტი გვაქვს, ადამიანები მოროდიორობენ. ხალხს ხუთსართულიანი ბინების ეზოებში მარხავენ. საშინელებაა, ასე არ შეიძლება“, – წუხს ტატიანა ნიკოლენკო.

„მე ტანია ბონდარი ვარ და ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. 9 შვილი მყავს. ილოცეთ მარიუპოლისთვის, ყველა მხრიდან გვბომბავენ. ილოცეთ დედებისთვის, გთხოვთ, აქ გაუსაძლისია ყოფა“, – ტირის ადგილობრივი ტატიანა ბონდარი

ქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა თავშესაფრებში რჩება, ტემპერატურა კი ღამე მინუს ცხრა გრადუსს აღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend