მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი მოხალისეები დეზინფორმაციას ებრძვიან

უკრაინელი მოხალისეები დეზინფორმაციას ებრძვიან

უკრაინაში ორი მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა, თუმცა კიდევ მილიონობით მოქალაქე უკრაინაში რჩება და ერთმანეთის დახმარებას ცდილობს. “ევრონიუს ჯორჯია” გაესაუბრა უკრაინელ მოხალისეს დარია რიბალჩენკოს, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გარდა, დეზინფორმაციასთან ბრძოლასაც ცდილობს.

„დასავლეთ უკრაინაში ვიმყოფები. ჩვენ ვხედავდთ, რომ უკრაინაში ბევრი დიდი ქალაქი ცეცხლის ქვეშაა. რუსულ მედიაში კი სულ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინულ არმიას ებრძვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ბევრი შენობა თუ საცხოვრებელი სახლი ნადგურდება. დილით ვნახე, რომ სამი მოქალაქე, რომელიც სამხედრო არ იყო, მოკლულია. ეს იმ ქალაქში, სადაც ჩემი ცხოვრების 4 წელი გავატარე.

მე უკრაინელი ხალხით ვამაყობ. ძალიან გაერთიანებულები არიან. ხალხი ცდილობს რითიც შეუძლიათ იმით დაეხმარონ ერთმანეთს. მე მოხალისედ ონლაინ ვმუშაობ. ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას ვუწევ. მაქვს მუდმივი კონტაქტი ევროპელ პარტნიორებთან, რომ მათმა ჰუმანიტარული დახმარებამ უკრაინამდე მოაღწიოს. ბევრი უკრაინელი ინტერნეტ არმიაში/ჯარში, ცდილობენ ყალბ ამბებს ებრძოლონ და სწორი ინფორმაცია გაავრცელონ, როგორც რუსი ასევე უკრაინელი აუდიტორიისთვის. ბევრი მოხალისედ მუშაობს ლოჯისტიკური კუთხით. ბევრი დევნილებთან მუშაობს. ეხმარებიან მათ ვინც გადასარჩენად უსაფრთხო ქალაქებში ჩამოვიდა. მეც სწორედ ასეთ დევნილთა საცხოვრებელში ვარ. აქ ყველა ძალიან კეთილია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend