პოლონელი მოხალისეები უკრაინის საზღვართან თავმოყრილ ლტოლვილებს პოლონეთისკენ გამგზავრებაში ეხმარებიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსული ინტერვენციის ფონზე უკრაინა უკვე ორ მილიონამდე ადამიანმა დატოვა.
რუსული არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე ალყის შემორტყმის შედეგად გართულებულია მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული კორიდორების შენარჩუნება.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან 2 კვირში უკვე ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაიღუპა, რუსული არმიის მიერ გარშემორტყმულ უკრაინულ ქალაქებში კი უკვე იწურება საკვები, მედიკამენტები და წყალი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მადლობას უხდის ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა მხარემ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
“მადლიერი ვარ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის. მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. მისი ლიდერობისთვის. ეს ძლიერი სიგნალია მთელი მსოფლიოსათვის. საქმე მარტივად დგას, მოსკოვისათვის გადახდილი ნებისმიერი ცენტი იქცევა ტყვიად და რაკეტად, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში ასობით ადამიანი კიევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირპინის დატოვებას ამ მომენტშიც ცდილობს.