მთავარიევროპაუკრაინაპენტაგონი უარს აცხადებს პოლონეთის წინადადებაზე მიაწოდოს მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას

პენტაგონი უარს აცხადებს პოლონეთის წინადადებაზე მიაწოდოს მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას

პენტაგონი უარს აცხადებს პოლონეთის მთავრობის შეთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს  მოიერიშე თვითმფრინავების შეერთებული შტატებისთვის გადაცემას უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად.

პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პოლონეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა მხოლოდ პოლონეთის მთავრობის გადასაწყვეტია.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხზე და მის მიერ წარმოქმნილ რთულ ლოჯისტიკურ გამოწვევებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის წინადადება დამაჯერებელია“, – წერს ტვიტერზე ჯონ კირბი.

უკრაინა კი ითხოვს მეტი სამხედრო თვითმფრინავის შეძენას. ვაშინგტონი განიხილავს პოლონეთის ხელისუფლების წინადადებას, რომლის თანახმად, პოლონეთი მზად არის, მის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლებას.

პოლონეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც კი გააკვირვა. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მორალურად კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინელებს, მაინც არსებობს რისკები ჰუმანიტარული კატასტროფის გაღრმავებისა და ფართო მასშტაბიანი ომის დაწყებისა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend