მთავარიმსოფლიოევროპული კავშირი წლის ბოლომდე რუსული გაზის ორ მესამედზე უარს იტყვის

ევროპული კავშირი წლის ბოლომდე რუსული გაზის ორ მესამედზე უარს იტყვის

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები სრულად კრძალავს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტს, ოფიციალურმა ბრიუსელმა შედარებით რბილი მიდგომა აირჩია. კრემლის აგრესიის წინააღმდეგ პირდაპირ სრული ემბარგოს ნაცვლად, ევროკომისიაში აცხადებენ, ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსული გაზის ორ მესამედზე იტყვის უარს.

მწვანე შეთანხმების საკითხების ევროკომისარ ფრანს ტიმერმანსის შეფასებით, ძალზე რთულია რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება, თუმცა შესაძლებელია, თუკი მიზანმიმართულად და იმაზე სწრაფად იმოქმედებენ, ვიდრე ეს აქამდე უქნიათ.

კომისარი ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ეძღვნებოდა. აღმოსავლეთ მეზობელზე დამოკიდებულებისა და მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპაში ენერგიაზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას ელიან. იმ მიზეზით, რომ სწორედ რიგითი მომხმარებლები ირგრნობენ ამ შედეგებს, ევროპარლამენტარები ამბიციურ სამოქმედო გეგმებს მოითხოვენ.

ევროპარლამენტარი პორტუგალიიდან, პედრო მარკესი, აცხადებს, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება ოჯახების ბედის ანაბარა მიტოვება. მისი თქმით, მათ სჭირდებათ ამბიციური გეგმის შემუშავება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი კრიზისის დროს საჭიროა არაორდინალური ზომები, რათა დაიძლიოს ე.წ. ენერგიის სიღარიბის საკითხი.

ევროკომოსიაში აცხადებენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეამცირებენ დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ჩაანაცვლებენ მას თხევადი ბუნებრივი აირით ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა შეერთებული შტატები და კატარი. მათ ასევე სურთ, ოქტომბერში ევროკავშირის ბუნებრივი აირის რეზერვები 90 პროცენტით გაზარდონ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend