მთავარიევროპარუსეთირუსეთის ეკონომიკის კრიზისი

რუსეთის ეკონომიკის კრიზისი

დაწესებული სანქციების რაოდენობით რუსეთმა სირიისა და ირანის მაჩვენებელს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე სანქცირებულ ქვეყანად იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასტელუმი აქვეყნებს.

სანქციებს დასავლური კერძო კომპანიები უერთდებიან. ბოლო მონაცემებით, 230-მა ორგანიზაციამ გამოუცხადა ბოიკოტი რუსეთს, საიდანაც ნაწილი სრულად გავიდა ქვეყნის ბაზრიდან.

ავსტრალიის ენერგეტიკულმა კომპანია „ვივამ“ უარი განაცხადა, შეისყიდოს რუსული ნედლი ნავთობი და ამ გადაწყვეტილებით იგი დასავლური კომპანიების მზარდ სიას შეუერთდა.

ბოიკოტს შეუერთდნენ იტალიური მოდის სახლი „პრადა“ და იაპონური საავტომობილო მწარმოებელი „ნისანი“, რომელთაც რუსული ბაზარი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

„ნისანის“ გარდა რუსეთიდან გავიდნენ სხვა აუტო კომპანიებიც – ჯენერალ მოტორსი, ტოიოტა და ფოლკსვაგენი.

რუსული რუბლი 14%-იანი ვარდნის შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ვალუტის ვარდნა ნავთობის შესაძლო ემბარგოს შესახებ ინვესტორების შფოთს უკავშირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს.

Westbeck Capital Management-ის პროგნოზით, რუსული ენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ ნავთობის ფასი შესაძლოა $200-მდე გაზარდოს.

მოსკოვის განცხადებით, თუ დასავლეთი რუსეთისგან ენერგომომარაგების შეწყვეტს, ნავთობის ფასი შესაძლოა 300$-ს ასცდეს.

რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსულ ნავთობზე უარის თქმა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს მთელ მსოფლიოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend