მთავარიმსოფლიომსოფლიოს საფონდო ბირჟები დანაკარგებით გაიხსნა

მსოფლიოს საფონდო ბირჟები დანაკარგებით გაიხსნა

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. ორშაბათს ევროპული ბირჟები დანაკარგებით გაიხსნა. ეს იმ შიშით არის განპირობებული, რომელიც ევროპის კონტინენტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

ფრანკფურტის ინდექსი 6.67 პროცენტით, პარიზის ინდექსი  – 2.88-ით, ხოლო მილანის ინდექსი 2.45 პროცენტით დაეცა. ომმა, დევნილთა კრიზისმა და რუსეთის წინააღდეგ დაწესებულმა სანქციებმა ბუმერანგის ეფექტი იქონია ყველა ბაზარზე. ტოკიოშიც ნიკეის ინდექსი 3 პროცენტით დაეცა.

თუმცა ერთი შიში, რომელიც სხვებისგან გამოიკვეთება, საწვავზე ფასების ზრდაა. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ფიქრობენ, ემბარგო დააწესონ რუსულ  ნავთობზე, რომლის ფასი ერთ ბარელზე 10 პროცენტით გაიზარდა. შეერთებული შტატების ნედლი ნავთობის ფასი ახლა დაახლოებით 126 დოლარს შეადგენს. ეს კი არც თუ ისე შორს არის 2008 წლის ივლისის რეკორდული ფასისგან, როდესაც ერთი ბარელი ნავთობი 145 დოლარი ღირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend