მთავარიევროპაუკრაინაკიევსა და ლვოვში ათასობით უკრაინელი სამხედრო შენაერთებში ეწერება

კიევსა და ლვოვში ათასობით უკრაინელი სამხედრო შენაერთებში ეწერება

ლვოვში უკრაინის არმიის ოფიცრები მოსახლეობას სამხედრო მომზადებას უტარებენ. დასავლეთ უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქის ცენტრში, ყველა ასაკის 1000 – მდე მოქალაქე იარაღის ფლობას სწავლობს.

უკრაინელი ოფიცრები მოხალისეებს იარაღის დაშლას, აწყობას და მიზანში სროლას ასწავლიან. ოლჰამ ამ პროცესში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მისი სამშობლოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან ომს გამოქცეული თანამემამულეები იხილა.

“აქ ამჟამად სიმშვიდეა. აქაური მაცხოვრებლები საფრთხეს არ გრძნობენ, მაგრამ ვხედავთ ბევრ ადამიანს, ვინც აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. უამრავი ქალი და ბავშვი ჩამოდის ყოველდღე. ამ ყველაფრის შემხედვარე გვესმის, რომ საჭიროა თავდაცვისთვის ყველაფერი ვიღონოთ“, – ამბობს მოხალისე ოლჰა ჩერეპანინი.

დედაქალაქ კიევშიც ტერიტორიული თავდაცვისა და არმიის შენაერთებში ასობით ადამიანი ეწერება. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 18 – დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, შესაბამისად დიდი უმრავლესობა როგორც ვოლოდიმირი, იარაღის ხელში აღებას აპირებს.

“ვიცით აქ რატომ ვართ. ვიცით სამშობლოს რისთვის ვიცავთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა რომლებიც რუსულ არმიას ებრძვიან ასევე კარგად იციან საკუთარი საქმე. რუსებმა კი არა. ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით და სწორედ ამიტომაც გავიმარჯვებთ“, – ამბობს მოხალისე ვოლოდიმირ ონისკო.

უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის წევრი, პირველი უცხოელი მოხალისეები უკვე ჩავიდნენ უკრაინაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების საპასუხოდ ქვეყანაში რუს ოკუპანტებთან საომრად 52 ქვეყნიდან უკვე  20 ათასი უცხოელი მოხალისე ჩავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend