მთავარიევროპაუკრაინაწელს უკარაინელი ქალები 8 მარტს განსხვავებულად ხვდებიან

წელს უკარაინელი ქალები 8 მარტს განსხვავებულად ხვდებიან

უკრაინელ ქალებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო არმიას პატარა შვილებთან ერთად გამოექცნენ, ქალთა საერთაშორისო დღეს აღსანიშნი არაფერი აქვთ. თუმცა ომამდე დღესასწაული მათთვის განსაკუთრებული იყო.

იღებდნენ საჩუქრებს, ყვავილებს და 8 მარტის  აღნიშვნას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ახერხებდნენ. მაგრამ ომმა მათი სახლებიც გაანადგურა და ოჯახის წევრებსაც დააშორა. სიცივესა და ყინვაში კი გადიან იმ გზას, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენის გზა ჰქვია.

,,თქვენ იცით, რამდენად რთულია გაიქცე პატარა შვილთან ერთად, მიატოვო ოჯახი, მეუღლე. ძალიან მიმძიმს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მარტო ვარ და არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს, ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ კიევშია და ომთან ერთად უწევთ ცხოვრება”, – ამბობს უკრაინიდან ლტოლვილი ანა ზაკოსილო.

სხვები ძლივს ლაპარაკობდნენ ამაზე. გასულ წელს 19 წლის ალინა რუდაკოვამ მიიღო ყვავილების თაიგული მამისგან და საჩუქრები სხვა ახლობლებისგან, მაგრამ წელს არ იქნება ზეიმი, მხოლოდ ცრემლები.

“ჩვენ არ ვფიქრობთ ქალთა დღესასწაულზე, არ გვაქვს არანაირი განწყობა. მათ ვისაც ამ დღეებში დაბადების დღე ჰქონდათ, უბრალოდ მივულოცეთ.  ჩვენ, გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ გვაინტერესებს დღესასწაულები“, – 19 წლის ალინა რუდაკოვა.

გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინა ორმა მილიონმა მოქალაქემ დატოვა. ომიდან გამოქცეულები, უკრაინის მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend