მთავარიევროპაუკრაინა"მხარდაჭერის გასაოცარი დემონსტრირება" - დახმარება უკრაინელ ხალხს

“მხარდაჭერის გასაოცარი დემონსტრირება” – დახმარება უკრაინელ ხალხს

დასავლეთი უკრაინელი ხალხის დახმარებას ცდილობს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 230 მილიონი დოლარი გამოიყოფა (175 მილიონი ფუნტი).

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად  100 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა, რასაც საქველმოქმედო ორგანიზაციებმა “მხარდაჭერის გასაოცარი დემონსტრირება” უწოდეს.

თანხა უკრაინელი ლტოლვილების საკვებით, სასმელი წყლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა 723 მილიონი აშშ დოლარის (552 მილიონი ფუნტი) გადაუდებელი დაფინანსება, რათა უკრაინის მთავრობას სახელმწიფო სექტორის ხელფასებისა და პენსიების გადახდაში დაეხმაროს.

ამასთანავე, ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს – ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ხოლო დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, პატივი სცენ რუსეთის “უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას”. მინისტრმა დასძინა, რომ “უკრაინის სიტუაციის” მიზეზები “კომპლექსურია”.

პოლონეთის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებს დასახმარებლად ბიუჯეტიდან 8 მილიარდ ზლოტის გამოყოფას ითვალისწინებს.

უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყნებში მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა, საიდანაც 1 მილიონზე მეტი პოლონეთში ჩავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend