თელ-ავივში პროტესტის ნიშნად ასობით ისრაელელი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა. აქ მათ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტი გააპროტესტეს და მისი შეჩერება მოითხოვეს. დემონსტრანტების ნაწილს უკრაინის დროშები და ბანერები ეჭირა ხელში წარწერით „შეჩერდეს ომი“.
თელ-ავივის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ აქ პუტინის პოლიტიკის გასაპროტესტებლად მოვიდა, რადგან ის ანადგურებს როგორც უკრაინელ, ისე რუს ხალხს.
ათასობით მომიტინგე ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკევრზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შეიკრიბა და შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირისგან უფრო მეტი მოქმედება მოითხოვა. მაგალითად, ჩაიკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცის.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ უკრაინელები იცავენ საკუთარ მიწა-წყალს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის მშვიდობიანი ქვეყანა იყო, არასდროს სურდა ომი და უკრაინელები არასდროს დასხმიან თავს ვინმეს.
ჰამბურგის პოლიციის ინფორმაციით, უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპაში მშვიდობის მოთხოვნით ქალაქში 30 000-ამდე დემონსტრანტი გამოვიდა. სხვებთან ერთად ომის შეჩერებას ასევე ითხოვს გერმანიაში უკრაინის დიასპორა, პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ახალგაზრდული ფრთა და გარემოს დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციაც.