მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ახალგაზრდა მოხალისეები უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან

პოლონეთში ახალგაზრდა მოხალისეები უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან

უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან. უკვე 12 დღეა ადგილობრივები უკრაინას ტოვებენ და მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც უკრაინელები თავს დაცულად გრძნობენ პოლონეთია.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ახალგაზრდა მოხალისეები, დაღლილ და მშიერ უკრაინელებს უმასპინძლდებიან. უკრაინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება მთელი მსოფლიოდან ჩადის.

ახალგაზრდა მოხალისეების თქმით, მედიკას მიმღებ ცენტრში ჩასული ლტოლვილების უმრავლესობა ქალია, მცირეწლოვანი შვილებით. მათ საზღვარზე,  საკვებს, სასმელს, საბნებსა  და დასასვენებლ ადგილებს სთავაზობენ.

პოლონელებს ან კარვებში სძინავთ ან საზღვრიდან ახლომდებარე ჰოსტელებში არიან დაბინავებული, რათა ყოველდღიურად შეძლონ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს გამოექცნენ.

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს. მილიონ-ნახევარმა უკრაინელმა უკვე დატოვა ქვეყანა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend