მთავარიმსოფლიომსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6 მილიონს უახლოვდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა სამხრეთ აფრიკა, სადაც ვირუსს თითქმის 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 3 მილიონს გადააჭარბა.

სამხრეთ აფრიკის მკვიდრის, თოკო დუბეს ქალიშვილისა და შვილიშვილის სიცოცხლე სწორედ პანდემიამ იმსხვერპლა.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ ვაქცინის 31 მილიონზე მეტი დოზის მობილიზება მოახდინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული მოსახლეობის 50%- ს შესაძლებლობა ექნება იყოს სრულად ვაქცინირებული.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, თუმცა ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულოა და ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასწრების უფლებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend