მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი - თუ არ დახურავთ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცეს, დავასკვნით, რომ...

ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ არ დახურავთ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცეს, დავასკვნით, რომ გინდათ ძალიან ნელა მოგვკლან

თუკი არ დახურავთ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცეს, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ თავი დავიცვათ, მაშინ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – გინდათ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ცხოვრების განადგურებას.

„მე ახლახანს შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ – 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის მკაცრი, ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და პაპებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ გაავრცელა მოწოდება უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით.

,,ყოველდღე ვიმეორებთ: „დახურეთ ცა უკრაინის თავზე. ახლოს ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტებისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, საჰაერო ბომბების გარეშე. ჩვენ ვართ ხალხი და თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა დაიცვათ ხალხი და თქვენ ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ თავი დავიცვათ, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – თქვენც გინდათ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან ”, ეს ორივეს პასუხისმგებლობაა – მსოფლიოს პოლიტიკოსების და დასავლელი ლიდერების, დღეიდან და სამუდამოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend