პეკინის პარაოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე უკრაინელი სპორტსმენები მშვიდობის მოთხოვნით შეიკრიბნენ. პარალელურად, რუსეთის ჯარი უკრაინაში შეჭრას აგრძელებს.
უკრაინელი სპორტსმენები ნახევარი საათით მოსაცდელ სივრცეში, ბანერებით ხელში წარწერით – „შეაჩერეთ ომი“ და „მშვიდობა უკრაინას“ შეიკრიბნენ.
უკრაინელთა გამოსვლას სხვა ქვეყნის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ისინი უკრაინელ სპორტსმენებს გადაეხვივნენ და გამხნევება სცადეს.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე შეიჭრნენ.
პარაოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ რუსებს და ბელარუსებს პეკინის თამაშებში მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ, თუმცა ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.