მთავარიმსოფლიოევროპაგაეროს დევნილთა სააგენტო - უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა შესაძლოა ოთხ მილიონამდე გაიზარდოს

გაეროს დევნილთა სააგენტო – უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა შესაძლოა ოთხ მილიონამდე გაიზარდოს

უკრაინელი დევნილები პოლონეთში მსუბუქი ბარგით, მაგრამ მძიმე ადამიანური ტვირთით ჩადიან. პოლონეთის მიწაზე გადასვლა მათთვის უსაფრთხოებას ნიშნავს, მაგრამ დიდ მწუხარებას მთელი დანარჩენი სამყაროსთვის.

საზღვრის გასწვრივ, პრჟემიშლში განთავსების ერთ-ერთ ცენტრთან ავტობუსების რიგია, რათა მგზავრები დანიშნულების ადგილზე მიიყვანონ. ძირითადად ქალები და ბავშვები ჩამოდიან. კაცები საბრძოლველად დარჩნენ.

ლუბა, რომელიც პოლონეთის საზღვარზე გადავიდა, ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა.

„სახლში წასვლა მინდა. მინდა დავბრუნდე კიევში, ჩემს ბინაში. არსად წასვლა არ მინდა. ნახეთ, რას უკეთებს ის ხალხს. ეს შეიძლება ყველას დაემართოს. უბრალოდ ნებისმიერს”, – ამბობს ლუბა.

დამღლელი მგზავრობით ხალხი მთელი უკრაინიდან ჩამოდის. ალინა სტომატოლოგია ზაპორიჟიედან. მან ახლახან გაიგო, რომ მის ქალაქთან ახლოს ატომური სადგური დაიბომბა.

„სახლი დავკარგე, ნორმალური ცხოვრება დავკარგე, იქ მქონდა სამსახური და ახლა ჩემი ქვეყნიდან გაქცევა მომიწია, რადგან ვიღაც გიჟს უნდა, არ ვიცი, რა უნდა”, – ამბობს ალინა კოსინსკა.

დევნილები სიცივეში იცდიან. ბევრისთვის ეს მხოლოდ გაჩერებაა ჯერ კიდევ უცნობი მიმართულებებისკენ. კიდევ ერთი დევნილი ვერონიკა კილჩიტსკა ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავს ომს არავინ ელოდა.

„ამას ნამდვილად არავინ ელოდა, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პირადად მე ჯერ კიდევ არ მჯერა. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ვინც ნებაყოფლობით იბრძვის სამშობლოს დასაცავად, ვინც ნებაყოფლობით მიდის საომრად. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან რუსეთი იბრძვის ჯართან ერთად, ჩვენ კი ხალხთან ერთად ვიბრძვით“, – წუხს ვერონიკა.

ზოგი რამდენიმე საათს ატარებს აქ შემდეგი ავტობუსის მოლოდინში, მაგრამ ზოგი დიდი ხნით რჩება.

ომის პირველი ათი დღის განმავლობაში პოლონეთში 700 000 დევნილი შევიდა. პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, სწრაფად მოამზადოს ყველაფერი უკრაინელი ემიგრანტებისთვის.

გაეროს დევნილთა სააგენტო ამბობს, რომ კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა დევნილთა რაოდენობა ოთხ მილიონამდე გაზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend