მთავარისაქართველოუკრაინისთვის - 60-ზე მეტი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

უკრაინისთვის – 60-ზე მეტი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

უკრაინის მხარდასაჭერად ქართველი მხატვრები გაერთიანდნენ.

60-ზე მეტი მხატვარი ჩაერთო ინიციატივაში, გაყიდოს თავისი ნამუშევრები და უკრაინელ ხალხს დაეხმაროს.

ორგანიზატორების განცხადებით, ხელოვანები ფაქტობრივად განახევრებულ ფასად ყიდიან ნამუშევრებს, საიდანაც შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელთა დასახმარებლად.

ნახატების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე მისვლით.

არაერთი თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშევრის გვერდით გამოფენაზე იყიდება კარლო კაჭარავასა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრებიც. გალერეა დამთვალიერებლებს 10 მარტის ჩათვლით მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend