რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბევრჯერ გავრცელდა კადრები, თუ როგორ ცდილობენ უკრაინის მოქალაქეეები რუსული ჯარის შიშველი ხელებით შეჩერებას, რათა მათ გადაადგილების საშუალება მისცენ. ამ ფონზე ლვოველი შემდუღებლები შეუჩერებლად მუშაობენ, რომ შექმნან რაც შეიძლება მეტი რკინის ბარიერი და რუსულ ჯარს გადაადგილებაში ხელი შეუშალონ. ქალაქის მეორე მხარეს კი ყოფილი სამხედროები, ვისაც ახლა ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო ფრონტის ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ, საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებენ.
ინსტრუქტორი ახლა მეგობრების ჯგუფს თავის გამოცდილებას უზიარებს და იარაღთან მოპყრობას ასწავლის. ასწავლის როგორ უნდა გადარჩნენ და დაიცვან ქვეყანა რუსული ჯარისგან. რომანი ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში 2014 წელს დაწყებული კონფლიქტის დროს დაიჭრა.
„მე უკვე ვომობდი უკრაინის აღმოსავლეთით მოხალისედ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია ვასწავლო მათ არა ის, როგორ მოკლან რაც შეიძლება მეტი ადამიანი, არამედ როგორ გადავრჩეთ ბრძოლაში“, – ამბობს ყოფილი მეომარი რომანი
ერთ-ერთი, ვინც იარაღთან მოპყრობას და საბრძოლო უნარებს სწავლობს, 46 წლის ანდრეია. ის ამბობს, რომ ახლა ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.
„აქ მოვედი, რომ წარმოდგენა მქონდეს, რა უნდა გავაკეთო, როგორ დავიცვა თავი, როგორ გადავრჩეთ, თუ კი მტერი მოვა. მე მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია ყველასთვის, რადგან, ვხედავთ რაც ხდება, მტერი ჩვენ არ გვწყალობს, მტერი უბრალოდ გვანადგურებს“, – ამბობს ლვოველი ანდრეი.
ქალაქის მეორე მხარეს, 31 წლის შემდუღებელი, ოსტაპ დაცენკო და მისი გუნდი ქმნიან რკინის ბარიერებს და სხვა დამაბრკოლებელ საშუალებებს. ასე ისინი რუსული ჯარის შეჩერებას შეეცდებიან.
„მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ბარიერი უნდა იყოს ბევრი და კარგი ხარისხის. აქ ყველას გვესმის, რომ მართალია ჩვენ პატარები ვართ მასშტაბურ ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენს ძალებშია“, – ამბობს ოსტაპ დაცენკო.
ყველაზე მცირეწლოვანი,ვინც ანდრეის ბარიერების შედუღებაში ეხმარება 16-ის, ყველაზე ასაკოვანი კი 68 წლისაა.
„გამოდის, რომ უფროს ადამიანებს ესმით, რომ გასაქცევი არსადაა. უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა. ომი უკვე ჩვენს კარებთანაა“, – ამატებს ოსტაპი.