მთავარიევროპარუსეთირუბლი უფასურდება

რუბლი უფასურდება

რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსული რუბლი აგრძელებს გაუფასურებას. ბევრი საერთაშორისო კომპანია რუსული ბაზრიდან გადის.

მათ შორისაა ეფლი, დისნეი, ფორდი, ბოინგი, ბიპი, შელი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ დასავლური კომპანიები გადაწყვეტილებებს „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო იღებენ.

რუბლი ევროსა და დოლართან მიმართებით საგრძნობლად დაეცა. საერთაშორისო სააგენტოებმა რუსულ საგარეო ვალს „ჯანქის“  სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში იზრდება საგარეო ვალის ვერ გადახდის რისკი. მოსკოვის საფონდო ბირჟა კი უკვე მეოთხე დღეა არ გახსნილა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მცდელობები ვითარების გასაუმჯობესებლად უშედეგოა. მხოლოდ გუშინ რუბლი დოლარის მიმართ 9, ხოლო ევროს მიმართ 7 პროცენტით გაუფასურდა.

რუბლის ვარდნას ასევე ხელს უწყობს, ის ფაქტორიც, რომ შესაძლოა რუსეთმა საერთაშორისო დეფოლტი გამოაცხადოს ანუ ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend