მთავარიევროპაუკრაინა"არ მინდა, რუსებთან რაიმე საერთო მქონდეს“, - იულია სნიტკო

“არ მინდა, რუსებთან რაიმე საერთო მქონდეს“, – იულია სნიტკო

30 წლის იულია სნიტკო, 8 თვის ორსულია, სულ რაღაც ერთ თვეში გოგონას ელოდება. ეგონა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო სწორედ ახლა იწყებოდა, თუმცა ომი დაიწყო. ახლა არ იცის სად მოუწევს ბავშვის გაჩენა. ცდილობს არ ინერვიულოს, ეუბნებიან რომ არ შეიძლება, თუმცა ვერ ახერხებს. გვიყვება, რომ  ბოლო კვირაა ბავშვი განსაკუთრებით ბევრს მოძრაობს მუცელში.

“მე ორსულად ვარ, აპრილში. გოგონას ველოდებით. გუშინ გავიგე, რომ რუსმა ჯარისკაცებმა კიევში, იმ სამშობიაროს გაუხსნეს ცეცხლი სადაც ბავშვის გაჩენას ვაპირებდი. ახლა რა მელოდება უკვე აღარ ვიცი”, – ამბობს იულია სნიტკო.

თავშესაფარს გვათვალიერებინებს  და მუყაოს ყუთებთან ჩერდება.

„პირველ ღამეს აი აქ, მუყაოს ყუთებზე მეძინა. ზურგი ძალიან მტკიოდა. მე და ჩემი ქმარი მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ დასრულდება, ამიტომ ვეცადეთ, აქაურობა ცოტა მიგველაგებინა.  ჩემმა მეზობელმა სახლში დივანი დაშალა და მისი ნაწილები მოგვცა. ახლა აქ დაძინება უფრო მეტად კომფორტულია“, – გვიყვება იულია სნიტკო.

ამბობს, რომ აინტერესებს როგორ ხედავს უკრაინაში ომს რუსი ხალხი. სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელებსა თუ ფრუმებზე მათ კომენტარებს მუდმივად ეცნობა.

„ძალიან მიკვირს, მაგრამ ის ინფორმაცია, რომელსაც რუსული მედია მოსახლეობას აწვდის, სრულიად განსხვავებულია იმისგან რასაც აქ ვხედავ. ეს ინფორმაცია კი არა, დეზინფორმაციაა. ამბობენ, რომ უკრაინული არმია ესხმის თავს ხალხის საცხოვრებლებს. არადა ეს ყველაფერი რუსულმა ჯარმა გააკეთა. უკრაინული ჯარი კი ჩვენ გვიცავს, მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას. ძალიან ამაყი ვარ ამის გამო“, – თქვა იულია სნიტკომ.

იულიას იმედი აქვს, რომ როდესაც ომი დასრულდება, მისი ოჯახის ყველა წევრი და მეგობარი ცოცხალი იქნება. და კიდევ იმას ამბობს, რომ ერთი სული აქვს გამარჯვებას როდის იზეიმებენ. თუმცა მანამდე…

„ჩვენ ამას ვერ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსებს. უკრაინულიც და რუსულიც მშობლიური ენასავით ვიცი. ომამდე, რუსულ ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენები. ჩემს ოჯახში რუსულად ვსაუბრობდით. მე რუსულად ვფიქრობდი. ამის შემდეგ, კი მხოლოდ უკრაინულად ვისაუბრებ.  არ მინდა, რომ რუსებთან რაიმე საერთო მქონდეს“, – ამბობს იულია სნიტკო.

ბრუნოს გასერინების დროც მოვიდა. გარეთ ვერ გაჰყავთ, ამიტომ აფეთქებებისა და სროლების ფონზე, 8 თვის ორსული იოლია ძაღლთან ერთად ბუნკერში სეირნობს. და ყოველ ჯერზე იმედი აქვს,  იმედით, რომ ეს ბოლო გასეირნება იქნება ბუნკერში.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend