მთავარიმსოფლიოევროპა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებენ

ევროპა და აშშ რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებენ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო პარასკევს კენჭს უყრის რეზულიციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და მოითხოვს რუსული სამხედრო ძალების გაყვანას. როგორც ცნობილია, რეზოლუციაზე თითქმის ყველა თანხმდება. რუსეთი კი ევროკავშირს ფარულ დღის წესრიგში ადანაშაულებს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გენადი გატილოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ინტერესებში არ შედის უკრაინის მშვიდობა და კეთილდღეობა, დასავლეთს არ ანაღვლებს რიგითი უკრაინელების ბედი. მისივე განცხადებით, დასავლეთს არ აწყობს უკრაინაში ვითარების მოგვარება, ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი მათთვის რუსეთზე ზეწოლის საშუალებაა.

ზელენსკის განცხადებით, დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან დასავლეთს უფრო მეტი მოქმედებისკენ მოუწოდა.

ევროპისა და შეერთებული შტატების მთავრობები კი კვლავ აგრძელებენ დამატებითი სანქციების დაწესებას.

თეთრი სახლის პრეს მდივნის, ჯენ ფსაკის, განცხადებით, სანქციების დაწესებისას ისინი ითვალისწინებენ მნიშვნელოვან ფაქტორს – პუტინთან სიახლოვეს. მათ სურთ, რომ პუტინმა და მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა იგრძნონ ეს წნეხი.

3 მარტს შვედურმა კომპანია „იკეამ“ რუსეთში მუშაობა შეაჩერა. „იკეა“ ასევე აჩერებს იმპორტსა და ექსპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend