მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება 14 მარტიდან უქმდება

საფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება 14 მარტიდან უქმდება

ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება – ეს არის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის სიტყვები. მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

გასული კვირების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, შეზღუდვების შემსუბუქებით კი ფრანგები ცოტაოდენ შვებას იგრძნობენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ორშაბათიდან, ანუ 14 მარტიდან, სავალდებულო აღარ იქნება  ვაქცინაციის დამადასტურებელი საშვის წარდგენა. მისი თქმით, იმავე დღეს უქმდება პირბადის გამოყენების ვალდებულებაც და შესაბამისად, ეს ეხება შიდა სივრცეებში პირბადის ტარებასაც. მიუხედავად ამისა, იმოქმედებს გარკვეული გამონაკლისები – პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

უკვე იანვრიდან საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა აშკარად იკლო. მაგალითად, გუშინ 53 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც წინა კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 შეადგენდა. ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სულ 2329 პაციენტი მკურნალობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend