მთავარიკუბიუკრაინის თავდაცვის მინისტრი ხალხს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ხალხს მიმართავს

“თქვენ გმირები ხართ! ახლა თქვენ მთელ მსოფლიოს იცავთ. მე უკრაინელი ვარ და ვამაყობ ამით. ვამაყობ თქვენით!”,- აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მიმართვაში ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ 24 თებერვალს უკრაინელების მხოლოდ ორ მესამედს სჯეროდა იმის, რომ ომში უკრაინელები რვა დღის განმავლობაში შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მისი თქმით, ახლა ეს მაჩვენებელი 90%-მდეა გაზრდილი.

“ეს არის ჩვენი სამხედროების გმირობისა და გენერლების პროფესიონალიზმის დამსახურება. რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების ეშინიათ. სწორედ ამიტო ისინი მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირდნენ. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. შეუძლებელია მათ არმია ეწოდოს. ისინი მშიშრები და ტერორისტები არიან. მრავალი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იქნება სისხლისღვრა, ცრემლი და ტანჯვა, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების რწმენა არ უნდა დავკარგოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend