მთავარიკუბირუსი ტყვეები ირწმუნებიან, რომ უკრაინაში საბრძოლველად შემთხვევით აღმოჩნდნენ

რუსი ტყვეები ირწმუნებიან, რომ უკრაინაში საბრძოლველად შემთხვევით აღმოჩნდნენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსი ტყვეები აცხადებენ, რომ ისინი რიგითი მოქალაქეები არიან, რომელთაც არასდროს უმსახურიათ ჯარში.

“დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კომისარიატში გამოვცხადებულიყავით, არაფერი აგვიხსნეს”,- ამბობს ერთ-ერთი რუსი ტყვე.

ერთ-ერთმა მათგანმა კი განაცხადა, რომ მას სამხედრო ბარათი აქვს, რომელიც გაიცემა მათთვის, ვისაც ჯარში მსახურება ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია. კომისარიატში კი მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსი ჯარისკაცების ნაწილი არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უკრაინაში საბრძოლველად მიდიოდნენ. მათ უთხრეს, რომ მხოლოდ წვრთნებს გაივლიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend