მთავარიკუბიინფორმაციული ომი გრძელდება

ინფორმაციული ომი გრძელდება

რუსეთი ინფორმაციულ ომში ბრძოლის ინსტრუმენტად ყალბ ამბებს იყენებს. უკრაინაში ელიან, რომ გავრცელდება ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი, ე.წ. „დიპფეიკ“ ტექნოლოგიით დამუშავებული ვიდეო, რომელშიც კაპიტულაციაზე ილაპარაკებს. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე სახელმწიფო უწყება ადასტურებს.

მათი ცნობით, ეს არ იქნება რეალური ვიდეო, არამედ შექმნილია სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ვიდეოების რეალურისგან გარჩევა რთული იქნება. „ვიდეოს გავრცელების მიზანი პანიკის დათესვაა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს“, – წერს უკრაინის კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახური.

რუსეთის მთავრობა იყენებს ყველა მექანიზმს ჰიბრიდული ომის წარსამართად და აქტიურად ავრცელებს პროპაგანდას. მეტიც, მთავრობა ცდილობს შეზღუდოს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო და ამის ფონზე დაიბლოკა ტელეარხების „დოჟდისა“ და „ეხო მასკვის“ ვებგვერდები და რადიოსადგურები. “დოჟდის” მთავარმა რედაქტომა ტიხონ ძიადკომ განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მისი თქმით, მას ფიზიკური საფრთხე ემუქრება.

ინფორმაციულ ომს ძალიან ბევრ ქვეყანაში გრძნობენ. Reuters-ის ცნობით, იმის ნაცვლად, რომ კაფეებისა და რესტორნების შეფასებებში აღწერონ კმაყოფილი დარჩნენ თუ არა სერვისით, მომხმარებლებმა დაიწყეს ამ გრაფებში რუსეთის საბრძოლო ძალების მიერ უკრაინაში განხორცილეებული აგრესიის აღწერა, რათა ასე შეძლონ ინფორმაციის მიწოდება რუსებისთვის, რომლებსაც ალტერნატიულ წყაროებზე წვდომას უზღუდავენ. კომენტარები კეთდება ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა “გუგლ მეპს” და “აფიშა.რუ”, რომელსაც ფართოდ იყენებს რუსი მომხმარებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend