მთავარიევროპარუსეთირუსეთის მოქალაქეების განწყობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

რუსეთის მოქალაქეების განწყობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

მთელი მსოფლიო ერთიანდება უკრაინისა და რიგითი უკრაინელების მხარდასაჭერად. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, კონფლიქტს ამ დრომდე 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის რიგითი მოქალაქეები. “ევრონიუსი” მოსკოვში მოქალაქეებს გაესაუბრა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობენ რიგითი მოქალაქეებიც. რუბლის გაუფასურების ფონზე რუსები ბანკებიდან თანხის გამოტანას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

ომი უკვე აღელვებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ომი, თუმცა პუტინმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს შემდეგ.

ისინი, ვინც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს მხარს უჭერენ, გარკვეულ ნიუანსებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, რუსეთი აიძულეს ასე ემოქმედა და ეს იძულების გამო გადადგმული ნაბიჯებია.

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას იზიარებენ და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამართლებენ. რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის აზრით, დასავლეთი რუსეთს მიზანმიმართულად აღიზიანებს. ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კი თავად უკრაინელებს აბრალებენ.

ახალგაზრდებს, რომლებიც პუტინის ძალაუფლების პირობებში გაიზარდნენ, ყველაზე მეტად ეშინიათ წაგების, რადგან მათ საომრად გაიწვევენ.

ისინი ამბობენ, რომ მათ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის, რადგან პუტინს ძალაუფლება ხელში უჭირავს.

როგორც უკრაინაში აცხადებენ, კონფლიქტს ამ დრომდე 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend