მთავარიმსოფლიორომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდის

რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდის

რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფრთხემ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აიძულა, რომ გაყიდოს პრემიერ ლიგის მისი კუთვნილი გუნდი “ჩელსი”. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება.

აბრამოვიჩი აცხადებს, რომ იგი არ მოითხოვს მის მიერ კლუბისთვის აღებული 1.5 მილიარდიანი სესხის დაფარვას და განაცხადა, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინის მიმდინარე ომის მსხვერპლებს. აბრამოვიჩის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დიდ ბრიტანეთში მოითხოვეს, რომ სხვა ოლიგარქებთან ერთად  სანქციები მასაც დაუწესდეს.

55 წლის ბიზნესმენი კი ვლადიმერ პუტინთან სიახლოვის გამო იძულებულია, საფეხბურთო კლუბი გაყიდოს.

აბრამოვიჩმა “ჩელსი” 2003 წელს 140 მილიონ ფუნტად იყიდა. თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბი ფულისა და ბიზნესისთვის კი არა, არამედ ფეხბურთისა და კლუბის სიყვარულის გამო იყიდა. საფეხბურთო კლუბში ამ თემაზე ჯერ კომენტარი არავის გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend