მთავარიევროპარუსეთიეკონომიკური სანქციების შედეგი

ეკონომიკური სანქციების შედეგი

ეკონომიკურ სანქციებს დიდი გავლენა ექნება რუსეთის მილიონობით მოქალაქეზე. მოსკოვის ცენტრში ბანკომატებთან უწყვეტი რიგებია.

რუსეთის ბანკებსა და სხვა ინსტიტუტებზე დასავლური სანქციების გატარების შემდეგ, რუბლი მკვეთრად დაეცა.

რუსეთის ცენტრალური ბანკი შეეცადა რუბლის ღირებულების გამყარებას. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოური ვალუტის შეზღუდვის შესახებ, მაგრამ ამან ვერ შეძლო რუსეთის მოსახლეობაში შიშის გაქრობა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა თქვა, რომ ისინი უფრო მეტად ომში დაშავებულებზე ზრუნავდნენ, ვიდრე საკუთარ კეთილდღეობაზე.

„ძალიან ვღელავ, რომ რუსეთი უკრაინაში ხალხს ხოცავს. ვისურვებდი, რომ ომი შეჩერებულიყო, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აქვს სინდისი, რომელიც თანაუგრძნობს უკრაინელებს, ომის მომხრე არ იქნება“, – წუხს სტუდენტი.

სხვები მიიჩნევენ, რომ რიგითი მოქალაქეები ეკონომიკური ომისგან არ დაზარალდებიან.

“ჩვენ არ გვაინტერესებს სანქციები. უნდა ინერვიულონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ დიდი საბანკო დეპოზიტები ან გარკვეული უძრავი ქონება საზღვარგარეთ” , – თქვა ერთმა ხანდაზმულმა მცხოვრებმა.

ზოგიერთმა მცირე ბიზნესის მფლობელმა უკვე დაიწყო წინასწარი ზომების მიღება, რადგან ხარჯები იზრდება.

„ყველა ძირითადი ინგრედიენტი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, 30-40 პროცენტით გაძვირდა“, – სუში ბარის მზარეული.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო ომის მე-8 დღეს რუსეთი სულ უფრო იზოლირებული აღმოჩნდა მკაცრი სანქციებით, რამაც მისი ეკონომიკა დაასუსტა და ქვეყანა პრაქტიკულად უმეგობროდ დატოვა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, როგორებიცაა ჩინეთი, ბელორუსი და ჩრდილოეთ კორეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend