მთავარიამერიკააშშაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პუტინს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პუტინს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა” და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

„მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, პატივი სცენ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა, გაიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცენ საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს მედიის თავისუფლებასა და სიმართლეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„კრემლი ჩართულია მედიის თავისუფლებასა და სიმართლეზე სრულ თავდასხმაში და მოსკოვი აძლიერებს მცდელობებს, ჩაახშოს სიმართლე მის მიერ განხორციელებული სასტიკი შეჭრის შესახებ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend