მთავარიევროპაუკრაინაკიევში მოხალისეები თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს საკვებით ამარაგებენ

კიევში მოხალისეები თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს საკვებით ამარაგებენ

ახლა, როცა რუსული ჯარი კიევს უტევს და საკვების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები იძულებული არიან  უსაფრთხო ადგილი ეძებონ, მოხალისეებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინეს.

უკრაინის დედაქალაქში მოქმედებს მოხალისეების მიერ შექმნილი ცენტრი, სადაც კიეველები სურსათს აგროვებენ და ურიგებენ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. დახმარება განსაკუთრებით მაშინ სჭირდებათ, როცა კომენდანტის საათი მოქმედებს. მაშინ, როცა მოქალაქეები სახლებსა და თავშესაფრებს ვერ ტოვებენ.

“ხალხი საკვების გარეშე დარჩა კომენდანტის საათის გამო. ისინი თავშესაფრებში იყვნენ და არ შეეძლოთ, რომ გამოსულიყვნენ და ცოტა საჭმელი ეყიდათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მათ სურსათი მივუტანოთ, რომ გამოკვება შეძლონ. სამედიცინო პერსონალმა, სამხედროებმა, მოხალისეებმა – ახლა ყველას ესაჭიროება საკვები”, – ამბობს მოხალისე ლიულია ნიჟნიკ-ზაიჩენკო.

მოხალისეები იმ მცირერიცხოვან ხალხს შორის არიან, ვისაც კომენდანტის საათის დროს კიევში გადაადგილების უფლება მისცეს. ისინი საკვებით ამარაგებენ მათ, ვინც იძულებული იყო მარაგების გარეშე ეძება უსაფრთხო თავშესაფარი.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს ჯარს, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით ჩვენს ჯარს, მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით, არც ბიზნესი იქნება და არც ცხოვრება“, – ამბობს რესტორნის მენეჯერი კატერინა ბონდარენკო.

ასი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე  ეძებს ღამე უსაფრთხო ადგილს კიევის მეტროსა და სხვა თავშესაფრებში, რომლებიც  მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო. კიევის მცხოვრებლები თავშესაფარს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ტოვებენ.

შაბათიდან ორშაბათამდე აქ მომიწია ყოფნა, ჩვენ ცოტა მარაგები გვქონდა. წყალი მოქონდათ, ხოლო საკვებს რაც შეეხება, იმის ჭამა გვიწევდა, რაც იყო“, – ყვება კიევის მცხოვრები ოკსანა ალეკსეევნა.

ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა რუსული ჯარი დედაქალაქზე შეტევას განაგრძობს. ქალაქზე, სადაც სამმილიონიანი მოსახლეობაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend