რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დოკუმენტი ევროკავშირს მიმართავს რომ კავშირმა დაუყოვნებლივ მიიღოს წევრობის სპეციალური პროცედურა.
პრეზიდენტის განცხადებთ, მათი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა, რომ მათ თანაბარი პირობები ჰქონდეთ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნა სამართლიანი და სავსებით შესაძლებელია.
თუმცა ამ გადაწყვეტილებისთვის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. გასულ წლებში კი ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ასევე არიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და ამისთვის წლების განმავლობაში რთულ პროცესს გადიან.
დაბრკოლებების მიუხედავად, კრიზისის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა გაზრდილია. რამდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, მაგალითად ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ ღია წერილი დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა შანსს იმსახურებს.
“დღეს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაჩნია რომ უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროკავშირმა ის რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს კავშირში. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ არის ეს შესაძლებელი. ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მრავალი სფეროა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ გამართლებული იქნება, თუ ევროკავშირი სრულად დაუჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას მაშინ, როდესაც ის მზად იქნება”, – ამბობს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი მანუელ ბაროსო.
ევროპისთვის ახლა პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერაა, ვიდრე გრძელვადიანი საკითხების განხილვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის განხილვა დღეს გაიმართება.